რიგა

არყების ხეივანი მდინარის გადაღმა დგას, აეროპორტისკენ მიმავალი მაგისტრალის მარცხნივ. მდინარე მდორედ მიდის. ბინძურია. მდინარე ქალაქის ძველ უბნებშიც მიედინება. გარეული და შინაური ბატები ერთად ცხოვრობენ მის ნაპირზე.
შორს ქალაქიდან, დგას შეზარხოშებული არყების ხეივანი. მათი სიმაღლე და რიგითობა დაცულია. ხიდებზე მოწყალებას ითხოვენ და მღერიან ადამიანები. დაღამებამდე ღლიან საქსოფონს. მათ წინ გაშლილია ნაფტალინიანი ცარიელი ჩემოდნები. ღამით გარეთ გამოდიან უცნაური თოლიები. შუაღამისას გარს უვლიან ლუთერანულ ეკლესიებს და ჩხავიან სანტიაგოს არაცნობიერ სიზმარში. დაღამებამდე, ანუ სანამ უცნაური თოლიები დაიწყებენ ფრენას ქალაქის თავზე, მანამ მზეს კარგავს სრუტე, რომელსაც მდინარე უერთდება.
ნაპირებზე წყლის ერთად ცხოვრობენ გარეული და შინაური ბატები.

კომენტარები