30 თებერვალი

ქარმა ადგილ-ადგილ თოვლის პატარ-პატარა კორიენტელი დააყენა.
თოვლი – მთვარეს.
მთვარეს დაკარგული ღამე ეთომარება.
და ტანგო...
ალვები ცეკვავენ, ალვები ეხეთქებიან, ალვები ეტმასნებიან. ურცხვად იხდიან ტანსაცმელს, შიშვლდებიან და ისევ ეფერებიან ერმანეთს. მერე ორსულდებიან და მარტის დასასრულს აბორტს იკეთებენ. უნაყოფო ფოთლებს ისხამენ, ბერწები!
და ივლისში ვადაგასული გრძნობების კორიანტენს აყენებენ, თვალს გვიცრემლიანებენ.
ოჰ ეს ნაბიჭვარი ბუსუსები.
ასე ივლისში ხდება.

...
გაჩერებაზე უკვე საათია ვდგავარ.
ცივა.
უამრავი ქალი და კაცი მიმოდის ჩემს გარშემო. მეტყველებენ ცაზე, წვიმაზე და ღმერზე.
ბურუსისფერ ავტობუსზე, რომელიც ცამდე მიდის და დაგვიანებულ რეისზე.
არ არსებულს თეოლოგიაზე, ოთახში დაკარგულ სტელაზე, ჩამქვრალ სანთლებზე და შეღებულ დარაბაზე. ფანჯარასთან გაციებულ ყავის ორ ფინჯანზე.
მე ვუსმენ.
თითქმის სუნთქვა შეკრული.
თუმც ვერც ვერავინ მამჩნევს.
საუბარს აგრძელებენ კაბაზე, შავზე.
საახალწლოდ დავიწყებულ საჩუქრებზე.
უწვერულვაშო თოვლის ბაბუაზე.
ისევ სტელაზე, უკვე გარდაცვლილზე.
საახალწლო ფასდაკლებაზე, გაჩერებულ კედლის საათებზე, ასფალტზე, პოლიციის მანქანებზე და კალენდრებზე.
ფურცლებში დაკარგულ ემოციებზე და ჯაზზე.
ხელი მომკიდა თმაგაცვენილმა ქალმა და ხელჩანთაში ჩამსვა.
უფრო დაღამდა.
ჩემი არ დამდგარი გარდაცვალება მომაგონა სიბნელემ.
ვიარეთ დიდხანს.
ორსულ და ბრეწ მაგისტრალებზე- მინდოდა მეთქვა აღმა-დაღმა მეთქი.
ოთახი სადაც ჩანთიდან ამოძრომა შევძელი ნახევრად ბნელია. ნახევრად სახლია და ნახევრად სასაფლაო. ნახევრად ყარს.
კედლებს ისტორიები აქვს მიჯღაპნილი.
თმაგაცვენილმა დედაბერმა დაბალი სქელძირა 2 ჭიქა შეავსო სპირტით, სიგარას მოუკიდა და საფერფლეში ჩადო. კვამლში აიხლართა ““autumn leaves”.
ო, ჯაზი...

მე აღმოსავლეთის დიდმუცელა კედელის ისტორიას ვკითხულობდი იმ დროს:



სტელა

სტელა 30 თებერვალს დაიკარგა, 1973 წლის.
აღარაფერი ხდება 35 წელია, მე და არ დამდგარი სიბერე ველოდებით დიდ ღამეს, თებერვალში რომ იცის ისეთ თეთრს და ისეთ ცარიელს.
მხოლოდ ჯაზს ვუსმენ, ისიც მაშინ, როცა ჩემს ოთახში კედლები იწყებენ მშობიარობას.
საშო პატარაა.
ნალუსმნალია.
სტელას ტილო ეკიდა ერთ დროს, ტილოზე ზეთით შესრულებული შიშველი მე.

ჯაზი განწყობას, ჯაზი ამინდს, ჯაზი სიცივეს გავს და მკარგავს.
საახალწლო ფასდაკლებაა.
კაბას ვეძებ შენთვის.
შავი იქნება.
ყელი ექნება დახურული.
ტანზე რომ მოგეწებოს ისეთი ვიწრო და მინდა შენს მუხლებთან დამთავრდეს მისი სიგრძე.
ცივა.
ორშაბათია.
1973 წელის 30 თებერვალი. Gვიტრინაში მანეკენებს ვუყურებ და მათთან განცდილ პლასმასის სექსს წარმოვიდგენ. მივუყვები ვიწრო ქუჩას და შენთვის კაბას ვეძებ.

კვამლი დგას.
ალბათ ფოთლებს წვავენ.
არა და შემოდგომამ ჩაიარა უკვე ერთი ზმათარია.
ფეხი წამოვკარი ცხედარს.
ო, რა თეთრია ასფალტს გადაფარებული ზეწარი.
პოლიციელი ყვირის ფრთხილად ვერ გაივლიო ?!
არა და არ დამინახავს ტრაგედია ტროტუარზე.
არც შეღებული ფანჯარა მეხუთე სართულზე.
ფარდაც.

არაფერია, ფრენისგან გამოწვეული ექსტები შეიგრძნო.
მეხუთე სართული - არა და რა მოკლეა მანძილი მიწამდე.
ერთი წელიწადია მედია მაგნატები მარწმუნებენ, რომ რუსეთში სუციზმის შემთხვევებმა იმატა.
რა სასაცილოა?

სანთლებს ყიდის პატარა ტანის კაცი.
რამდენჯერ შემხვდა ქუჩაში და არასდროის მიყიდია მისი სუფთა თაფლის სანთელი. სამსახურში სავსე მაქვს ჩემი მაგიდის უჯრა ქუჩაში ნაყიდი ხატებით და ამ კაცს ყოვეთვის უპასუხოდ ვისტუმრებ. ყველაზე უცნაური ისაა რომ, თუ შემოთავაზებაზე უარს ეტყვი, ბოდიშს შეწუხებისთვის გიხდის და მიდის.
ამ ჯერად ბოდიში არ მოუხდია, არც სანთლის ყიდვა უთხოვია, გაფართოებული თვალებით მომაძახა გაჩერებაზე ბურუსის ფერი ავტობუსი აფეთქდაო, ყველა დაიწვაო.

რამდენი სითეთრეა, რამდენი თოვა, რამხელა ღამე წევს ვიწრო ქუჩის გასწვრივ.
სახლებს სიცივის ქაოსი სჭირთ.
დროდადრო, ადგილ-ადგილ პარატა ქარბუქი ამოვარდება და თოვლის კორინტელს აყენებს.
კორიანტელში ჩნდებიან ასფალტზე გაწოლილი ცხედრის წასაყვანად მობრძანებული აჩრდილები.
ჩდებიან და ქარის გაქრობისთანავე იკარგებიან.
მოჩვენებებს ხმებიც ახლავს.
ტანგოს ცეკვავენ ალვები, ქუჩის გადაღმა.
ისე ეწებებიან ერთმანეთს, ისე ურცხვად ეთომარებიან, ისე ეხეთქებიან?
მერე თოვაც დაიკარგა სადღაც და სიცივე დატოვა ქუჩის დარაჯად.
მაღაზიის ვიტრინებში სინათლე ჩაქვრა.
მე ჯერაც ვერ ვიყიდე შენთვის კაბა, ჩემო.
ვერა და ვერ.
ა, აი, აი თითქოს მხიბლავს, თითქოს დამაკარგა ამ მანეკენის ტანზე მიტმასნილმა შავმა ფარჩამ.
-რა ღირს?
-ვიკეტებით!
-მხოლოდ 2 წუთი მჭირდება, მხოლოდ 2.

ისევ ჯაზია დაკარგულ განწყობას, რომ აბრუნებს ჩემს ოთახში.
ისევ კედლის ღრიჭოები იჭიონტებიან და ისევ სითეთრეა გარეთ.
მისაღები ოთახის ცენტრში გადატრიალებილი ხის ტახტი დგას.
უამრავი ცარიელი სკამი და სუნი ცხედრის.
ღრიჭო საიდანაც ამდენი ფოტო კოლექცია იმშობიარა კედელმა ისევ ცარიელია, ისევ მხოლოდ ნალურსმნალი და არაფერი მეტი.
ვფიქრობ, ვფიქრობ და ნეტავ რა უნდა ამდენ ტალახს ჩემს სახლში? ამდენ ნაფეხურს?
დილით გავედი სახლიდან, კარიც მე დავკეტე და ახლა რა ქაოსია?

კაბა გადატრიალებულ ტახტზე მივაგდე.
სტელას მოსვლამდე სახლს დავალაგებ მეთქი ვიფიქრე და რამდენი შაოსანი მოადგა ჩემს სადარბაზოს, რამდენი ცრემლისგან დაცლილი სხეული.

მიკვირს.

ნალურსმნალზე პატარა გოგომ ჩემი პორტრეტი ჩამოკიდა.
დასხდნენ შაოსნები.
ხმას არავინ იღებს.
დუმილი პატარა გოგომ დაარღვია.

-სამჯერ მივაყარე მუჭით მიწა და მეოთხეთ სტელა დეიდას მაგივრად.

გარდერობს ვარ ამოფარებული, მეშინია გამოსვლა ჩემს სახლში, ჩემს ოთახში დამალული ვარ.
15 წუთის შემდეგ გავბედე და გამოვედი.
-გამარჯობა.
-გამარჯობა მეთქი!
-გამარჯობა!
...

-სტელას დარჩა ღია ფანჯარა, რაფაზე ყავის ორი ფინჯანი დადგა გასაციებლად და...

თქვა ყველაზე მსუქანმა ამ ქალებიდან, რომელთაგანაც არცერთი არასდროს თვალით არ მინახავს.

-და მანუელი გადახტა.
-უკანასკნელი 3 კვირა ჩუმად იჯდა, აქ ამ სავარძელზე.
-სტელაც იმ საღამოს მერე არავის უნახავს, ყავის 2 ფინჯანი დადო რაფაზე და დაიკარგა.
...


ბოლო აბზაცი მქონდა წასაკითხი, აღმოსავლეთის ორსულ კედელზე, რომ მომესმა:

-მე სტელა ვარ.
-მხედავთ?!
გამიკვირდა.
მან გაიცინა.
-გაჩერებაზეც მხედავდით?
73 წლიდან დღემდე ასე დაგატარებო მითხრა. ხან მუცლით და ხანაც ხელჩანთითო.





...
უთმოა დედაბერი ისევ.
შავი კაბა აცვია, დახურული ყელით.
ტანზე აქვს მიტმასნილი და მისი სიგრძე მის მუხლებთან მთავრდება.


იწვის სიგარა- “autumn leaves”. –ის ჟღერადობა იხლართება მასში.

-დაასრულე, დაასრულე...
მომაძახა სტელამ და სიგარა ჩააქრო.

...
დუმილი ახლა მსუქნმა შაოსანმა ქალმა დაარღვია.
-დაიკარგა, დაკრძალვის დღეს ველოდით, რომ მოვიდოდა.
-ორსულად იყო.

პ.ს.
სტელა, გზის გადაღმა ავტობუსის გაჩერებაზე დაიწვა 30 თებერვალს, ფანჯარასთან ვიჯექი და ვუყურებდი მის უცნაურ მიმოხვრას, ჯაზსს გავდა. მანძილი საშინლად მოკლე იყო მიწამდე, საშინლად, მაგრამ გადავხტი სიკვდილისთვის არა.


1973 წელი, 30 თებერვალი.
02:30
დ.ქ.

კომენტარები