კალანდაძე  ანა

(...მე გადმოვკიდე)

მე გადმოვკიდე
ჩემი ალამი. . .
მაგრამ. . . საითღა,
საით დაგიდგამს შენი კარავი?
ისევ მზაკვრულად
ბრწყინავს მუშთარი
და ალ კამარი. . .
კვლავ განშორებას
თუ გვაუწყებენ
მიღმურს იქიდან?
მე გადმოვკიდე
ზავის ალამი
ჩემი ციხიდან.

კომენტარები