ოჯახის რელიკვია

დღის დასასრულს ვიღაცამ მითხრა, რომ ზემო ბეთლემის ეკლესიას ცეცხლი ეკიდა...
შეუსვენებლად გავრბივარ ბებერ სოლოლაკში.
ბეთლემი იწვის...
გავირბინე წელში მოხრილი ქუჩები და მხოლოდ ეკლესიის ეზოში შევჩერდი. ერთ სართულიანი სახლის კედელი ფერადი საღებავებითაა მოხატული, სახლს ორი ფანჯარა აქვს. Mმინის შიგნიდან, ცხვირმისრესილი ბავშვები უყურებენ ზემო ბეთლემის ეკლესიას.
ის მათ ეზოში დგას...
-დედა სახლშია?
უფილტვებო სხეულიდან სიტყვები ძლივს ამოვისროლე.
-გისმენთ ბატონო.
ქალი დედაჩემს გავს.
-იცით, მითხრეს, რომ ბეთლემი იწვოდა და...
-ა, კვამლის გამო გეტყოდნენ, ახლა დეკემბრია და ტაძარში ყოველთვის ანთია ბუხარი. შესაბამისად საკვამურიდან კვამლი ამოდის და ხშირად ეს ქვედა უბნიდან ისე მოსჩანს, თითქოს ტაძრის გუმბათს ეკიდოს ცეცხლი.
-მაპატიეთ ქალბატონო. კარგია, რომ ასე არაა...
-დაღლილი ხართ, სახლში მობრძანდით, დაისვენებთ.
-არა, მადლობა, აქედან ულამაზესი თბილისი მოსჩანს, აქვე ჩამოვჯდები.
-თქვენი ნებაა.
-იცით, რაღაც მინდა გითხრათ...
-კი ბატონო.
-თქვენ დედაჩემს ძალიან გავხართ.
ქალმა გაიღიმა და ფერადი საღებავიბით მოხატულ კედელს ამოეფარა.
ხმებს ავყევი და ვიბრაციები ვიგრძენი.
შემდეგ ვიბრაცია კვლავ განმეორდა, ოღონდ უკვე ჩემს ჯიბეში.
სმს-მეგობისგანაა.
“ახლა ვენაში თოვს... ხვალ ალბათ მუხლამდე თოვლით დაიფარებიან ქუჩები...
ულამაზესია დღეს მთელი ქალაქი.
შენ როგორ ხარ?”
პასუხი:
“თბილისიც ლამაზია!
მომენატრა თოვლი... აქ არც შარშან მოუთოვია”

მუსიკამ წამიღო და მე მოვედე FM-ის ვირტუალურობას...
მსმენელების სმენად ვიქეცი.
მკათათვედ მაქცია მუსიკამ... სხეულს მისერავენ, პურის მოსაჭრელად მოქნეული ხელები. Mმერე შიში არარსებული ვიბრაციების გამო მოვიდა. შიშმა ღრმა ძილი მოიყოლა და მესიზმრა უფეხებო და ურქო ირემი. სტუმართან დიალოგი ხანგრძლივი და დამღლელი აღმოჩნდა. Uუფეხებო კლაუდიას, (ასე ერქვა ირემს) უფეხებობის მიზეზი ასეთია: კლაუ საიდუმლო სექსუალური აქტის მომსწრე, თავისდაუნებურად გამხდარა. იგი ამხილეს და მას შემდეგ კიდურებ ამპუტირებული ერთ ადგილას დევს. Mმას მხოლოდ მე ვუვლი. ძილის წინ ბევრს ვჭამ და კუჭში ნახევრად გადამუშავებული საკვები, სიზმრად კლაუდიას ულუფა ხდება.
მათ არ იციან, რომ კლაუდია გადარჩა. არც ის იციან, რომ კლაუმ მათი კავშირის ქრონოლოგია მე მიამბო. მათ ჯერჯერობით არც ჩემს შესახებ იციან რაიმე.
მანდარინივით შემოეფცქვნა კანი...
ხალხის, სახლების, ქაოსური ქუჩების რითმული ანატომია გაიხადა.
პარტნიორსაც გახადა, მისგან რადიკალურად განსხვევებული სამოსელი და უამრავი ქალის ერთად წამოკივლების ხმა გავიგე.
_ თქვა კლაუმ.
აჩქარებული სუნთქვა და ვხედავ როგორ მიჰყვება ხალხი ჰაერს, რომელსაც ის დიდი ნესტოებით სუნთქავს.
მდედრი ერუდირებულ მამრს ქანცავს, და ქაოსური სექსი მთავრდება.
მარსის რომელიღაც ვულკანიდან ლავა იფრქვევა და მდედრ დედამიწას ესხმევა მისი მდუღარე თესლი.
კლაუდიას ოდნავ მოგვიანებით ისიც მოუსმენია, რომ მდედრი, ანუ დედამიწა ორსულადაა.
წუხელ მან ჩემს საძინებელ ოთახში უამრავი ემოცია იმშობიარა...

გარდაცვილი ბაბუაჩემის ფოტოს ჭლექი აქვს. დაუსრულებელი სიგარეტის ბოლი ჩემს ზემოთ დგას. გამოსაჩენ ადგილას ყრია ჩემი წინდები და სხეულ გამოცვლილი საცვლები. აღარ მთავრდებიან მონოტონური მოჩვენებები და ჩხავიან ჩვილი ემოციები.
ამ შემთხვევაში მე, ორი აღზნებული გიგანტის დაოკების შედეგად შობილი ბავშვების მამობილი ვარ...
კლაუდიას ალბათ მიაგნეს, რადგან უკვე სამი ღამეა აღარ დამსიზმრებია. კედელზე მოთვინიერებული ჰაერი წამოწვა და ატეხა ხველა ბაბუამ. მისი ფოტოს გვერდით მარიამ ხვთისმსობლის ხატი კიდია, ვითომ ოჯახის რელიკვია?! მასთან მე არასდროს დამინთია სანთელი. ხველებით ჩაბჟირებული ფოტოს დაავადება, ახლა მაღელვებს, ჩემი შვილობილების ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამო. Fფოტო ჩამოვხსენი და ბაბუ ლეიბის ქვეშ ამოვდე, ეგებ გაიგუდოს. ნაბიჭვარი ჩვილების გამოსაკვებად არანაირი რესურსი არ გამაჩნია. აღარ მაქვს ძალა, ასე დაღლილი... ცარიელი ვარ... უარაფრო სხეულით ვაგდივარ და ჩემში მთვარესავით შედედებული სისხლი, მდორედ მიედინება. მთვარე იმ ბიო-ანატომიურ-ამნეზიური სექსის შემყურე შედედებულა და მისი ცნობიერება აღარ არსებობს. სწორედ ამიტომ ვთავაზობ სველ საღამოს, რომელიც ყოველთვის დაღამებას ჩემი აივნის ულამაზო ხედიდან იწყებს, რომ შევიცვალოთ. ცივი დეკემბრისა და ფარდით შემშრალებული ნესტიანი სხეულის გამო, მთანხმდება. ჩემს გასარეცხ წინდებსა და სხეულ გამოცვლილ საცვალს ვთავაზობ...
და საღამო ჩემს აბურდულ ლოგინში ჩაწვა და წამში დაიძინა. Gგარდერობის, ძველი წითელი როიალისა და ტელევიზორის თავზე შემომსხდარ ნაბიჭვარ ემოციებს ვემშვიდობები და მათი
მამა-მარჩენალი აივნიდან ვიღვრები.
საავტომობილო გზის წყვეტილ ხაზებს გავუყევი. უკან მოტოვებული სივრცე შავდება და აქა-იქ ინთებიან _ ის ფერადი კორპუსები, ასანთის კოლოფს რომ გვანან. უსხეულოს უკვე მომენატრა ჩემი ტანი. Fფეხდაფეხ მომყვება დეკემბერი და ქვის სალესით აპრიალებს ასფალტს.
-იცი, თბილისში აღარასდროს აღარ მოთოვს.
-რატომ.
-ასე მინდა და იმიტომ. ზამთარი ჩემია, ზაფხულში შენ იბატონე.
იცი, შენ უფრო მომწონხარ, ის მარაზმატიკული ბებერი აღარ დამთავრდა! მოდი დარჩი ღამედ რა?
-ვნახოთ...
Pპეკინზე შევჩერდით, იქ სადაც ვადაგასული პომადის და ფერუმარილის სუნი დგას. ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე, ჩემსავით შვილების სარჩენად გამოსული ოთხი პალტო დგას. უფრო სწორად რომ ვთქვა, მათით შემოსილი ოთხი დეიდა. Kკუბოკრული პალტო აქტიურად მიდიმოდის, არ ვიცი, სიცივის თუ კლიენტურის ნაკლებობის გამო.
ვიცანი...
ის არის.
აქ დგას.
უცებ ის სივრცე, რომელიც ჩემითაა გაშავებული, ამოყირავდა.
ისაა.
აქ დგას ისევ ისეთი, როგორიც მაშინ, როცა პირველად მითხრა, რომ უჩემობა მისთვის უარაფრობა იქნებოდა. ისევ ისეთი თვალებით, როგორმა თვალებმაც მითხრეს, რომ ამდენი კოცნით, დაუსკდა და დაუსივდა ტუჩები. აქ დგას წარსულს მიბარებული ბიბლიის ფერიცვალება.
აქ, ჩემით შესქელებულ ჰაერს სუნთქავს, ნაბოლარობის გამო გაბოროტებულ დეკემბრის პეკინზე დგას, ჩემი სიმორცხვითა და უარაფრობით.
პირველს მას უჩერებს დიღმიდან მომავალი - 011.
-ჰო, პირველად ამ მახინჯებს ხომ არ გაუჩერებდა?
წავიდა...
-რაო მეგობარო, რატომ მოიწყინე?
არა მეგობრული ტონით მკითხა Dდეკემბერმა.
-ვინაა ის ქალი?
-არავინ!
-ჰო, თუ თქმა არ გინდა?...

Oორი თუ სამი საათის შემდეგ 011 ისევ მოვიდა. ახლა უკვე ოცდახუთობის ურწმუნობის გამო, უფო მეტად გაბოროტებული დეკემბრის, ბებერი პეკინის, კრედიტით აღებულ ტერიტორიაზე.
ისევ ის, შიშველი, აცახცახებული და ნაბოლარასთვის მსხვერპლადშესაწირი საკლავივით.
ის, დეკანოზის ანთებული სანთელივით ულამაზესი.
მინდა მივეშველო მის მუხლებს, როცა დაეცემიან. მინდა მისი შიშველი ტანი შევმოსო, ბაბუაჩემის ფოტოსა და შვილობილების სიმარტოვით. არ მინდა დაინახოს მისი სიშიშვლე, ჩემით გაშავებულმა სამყარომ, პეკინის ჩათვლით, საბოლოო შესყიდვით აღებულმა ტერიტორიამ.
მანქანიდან გადმოაგდო ვიღაცამ, ნაფტალინით მთვრალი კუბოკრული, გარდერობად წოდებული სატუსაღოს პატიმარი. რამდენიმე ცარიელი ლუდის ქილა და სააქაოს დროინდელი ბაბუაჩემის, მინიატურული წიგნი, გრანელისა.
-ახალ წელს გილოცავ, ემანუელა...
მოაძახა მძღოლის გვერდით მჯდომმა.

სახელიც შეუცვლია, გარეგნობისა არ იყოს.

ჰო, მერე გარდაიცვალა, ალბათ უფო სიცივის გამო.
მკვდარი მონატრების შემყურეს, ჩემი ტანი მენატრება.
ჰო გვამების გადასაზიდი მანქანა მოვიდა უამრავ პოლიციელთან ერთად და ის პროზექტურაში გადაასვენეს.
სახლისკენ ვჩქარობ.
თენდება, მე ვბაცდები და მინდა გამოფხიზლებული სხეული დავიბრუნო, მოვიშორო ნასესხები სივრცის შეგრძება. ჩემს ოთახში ისევ აივნიდან შევედი, ულამაზო ხედის გავლით. ჩემს ტანში მოთავსებული ღამე ჩემს აბურდულ ლოგინში წევს ისევ. ფართოდ გახელილი თვალებით მომჩერებიან ჩვილი ემოციები და სისხლიანი თეთრეულის ქვეშ, ბაბუაჩემის მოგუდული ხველა მოისმის. მე მკვდარი ვარ და არა მოკლული.
მათ მომაგნეს.
ვიცი, კლაუს მათთვის არაფერი უთქვამს.

გუშინ დაკრძალეს ღამე, რომელმაც მე ჩამიცვა გარდაცვალებამდე. ბაბუაჩემის ფოტო განიკურნა.
ის ისევ ღვთისმშობლის ხატის გვერდით დაუკიდიათ, ჩემი გადიდებული ფოტოსავით. მე დაღამებას ჩემი აივნის ულამაზო ხედიდან ვიწყებ.
ჩირს გვანან წითელ როიალზე დაყრილი შარშანდელი ემოციები.
როგორ მინდა ჩემი სხეული, ხელები მჭირდება, სანთელი რომ დავანთო ოჯახის რელიკვიასთან...
ბაბუ, დავით აბა თქვენ იცით მე დავახვიე...

ბეთლემზე დავღამდი დედაჩემს რომ გავს იმ ქალის სანახავად.
ტაძარიც იწვის...
ქვედა უბნიდან ჩანს ასე.
მეგობარს მივაკითხე, მხოლოდ მან იცის ჩემი არსებობა. ის ვაგზლის მოედანზე მატარებლის გამცილებელია. მართალია ადრე ირემი იყო, მაგრამ ჩემი გარდაცვლილი მონატრების კუბოკრული პალტო, ცოტაოდენი ფერუმარილი და...
მას ვეღარ მიაგნებენ, ვეღარც დათოს. ზოგს გონია რომ კლაუდია გამცილებელი ასე მახინჯი იმიტომაა, რომ მან არქაულ დროს მუტაცია განიცადა.

-იცი კლაუ, დღეს დედამიწამ მზის სისტემაში ყველაზე შორს მყოფ პლუტონთან განიცადა აქტი, ალბათ მეთორმეტე თვეს იმშობიარებს.
-ჰო, გახსოვს მე როდის გითხარი რომ დედამიწა ბოზია?!

კომენტარები