კალანდაძე  ანა

(შუაღამისას მოვიხილე...)

შუაღამისას მოვიხილე წმინდა სავანე,
შუაღამისას მოვყევი მას
ისევ და ისევ,
არ მიწიურის კავშირისთვის,
არ მიწიურის,
არ მიწიურის გვირგვინისთვის,
არამედ,
ცისა!

1971

კომენტარები