კალანდაძე  ანა

(მწვერვალო,შალშავს შემოვყევ...)

მწვერვალო,შალშავს შემოვყევ,
ნისლს და ქარს მომაძალებო...
შავ ბურუსს ირგვლივ შემომხვევ,
უგზოდ, უკვალოდ მარებო...
მინდოდი?
არად მინდოდი,
ზესკნელ-ქვესკნელის კარებო!
„ჩემ ღმერთის არ მეშინოდეს“,
ფეხსაც არ დაგაკარებო!
1968

კომენტარები