კალანდაძე  ანა

(მე აღარ ველი...)

მე აღარ ველი მას,
როგორც მიწა
მზის მოახლებას
ელის ნიადაგ...
ო,აღარ ველი მას,
როგორც ვარსკვლავს -
ხავერდოვანი
ღამის წყვდიადი...
1950

კომენტარები