კალანდაძე  ანა

(თოვლი აჭარა-გურიის მთების...)

თოვლი აჭარა-გურიის მთების,
ჩემეულ მთათა...
მცირე წისქვილი გუბაზოულზე,
ჩემს ეზოს კართან...
წყავის ფოთოლი, ნამს რომ ფრთხილად
ინახავს, თრთოლვით...
თოვლი აჭარა-გურიის მთების,
ნისლი და თოვლი.
1954

კომენტარები