კალანდაძე  ანა

(თეთრი თოვლის ქვეშ...)

თეთრი თოვლის ქვეშ ლამაზ ენძელას
სძინავს უთვალავს...
როცა ისინი მოიშორებენ
თოვლის სუდარას,
მეც მაშინ მოვალ შენთან, მთებში,
ჩემო ლურჯთვალავ...

კომენტარები