კალანდაძე  ანა

ზანგა, შენ...

სევანთან შემომხვდი
ძველ მეგობარივით...
ზანგა,შენ ზარივით
წკრიალებ,ზარივით...
ლამაზი ყოფილხარ
ტყის დედოფალივით...
ზანგა,შენ ზარივით
წკრიალებ,ზარივით...შენ გახსოვს,სომხეთში
მოვიდა აბასი,
გადმოვლო მთები და
გადმოვლო არაქსი?
მოვიდა,იმეფა,
წავიდა,ქარივით?
ზანგა,შენ ზარივით
წკრიალებ,ზარივით....

1955

კომენტარები