კალანდაძე  ანა

(გული დაიქანცა...)

გული დაიქანცა,
ესმა ხმა, ვითარცა
ხმაი შენი,
ვალნ...
მწადს მოლხენა, არცა!
ვარდი განიძარცვა,
სული...
მგლოვიარე
არნ!

1945

კომენტარები