კალანდაძე  ანა

(ბრწყინავენ ბორბოლიჭყები...)

ბრწყინავენ ბორბოლიჭყები
მოწმაოს თოვლისფერები.
მათ გულზე გადაივლიან
არაგვის ცივი ჩქერები.
ადი-ჩადიან ნისლები
ერთ ადგილს გაუჩერები...
ალბათ, წითელო ცირცელო,
რა ხშირად მომეჩვენები!

1966

კომენტარები