კალანდაძე  ანა

(არ კვნესის,არ მოთქვამს...)

არ კვნესის, არ მოთქვამს
გული ქვადქცეული:
მარტოკამ ზღაპრული
აღმართი ვძლიე და...
მაგრამ... აღმართებით
ისე ვარ ძლეული,
„ვითარცა ლერწამი
ქართაგან ძლიერთა“.

კომენტარები