კალანდაძე  ანა

ბერდედას – ლელა წიკლაურს

–  რაისთვის აქებ ქისტებს ბერდედავ?
მათს ვაჯკაცობას, ძალას და სიმხნეს?
მიწა უვსიათ. . . ხევსურთა ძვლებით. . . 
– 
 რას ამბობ, ქალავ, ვაჯკაცებ იყნეს!
– 
 ამღას გაწყვიტეს ბრგე ვაჯკაცები,
ახიელაშიც უზომოდ ხოცეს. . . 
– 
 რას ამბობ, ქალავ, ვაჯკაცებ იყნეს!

–  რა ვიცი ღმერთმა მშვიდობა მოგცეს! 

კომენტარები