ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. დაიბეჭდა 1767 წელს მოსკოვში, ჯვართამაღლების მონასტერში ქართველი მიტროპოლიტის ათანასე ამილახვრის მიერ გამართულ ქართულ სტამბაში. გამოცემა განხორციელდა მისივე ხარჯით. შეიცავს: ღვთისმშობლის დაუჯდომელს, ღვთისმშობლის, იესო ქრისტეს, წმინდა სამებისა და ანგელოზთა სავედრებელ გალობებს; ასევე იოანე ოქროპირის, წმინდა ამონისა და წმინდა ეფრემის ლოცვებს.ტირაჟი – 240 ცალი; 129 გვერდი. ეროვნული ბიბლიოთეკის FS 3 782/09 ეგზემპლარი ეკუთვნოდა დავით ჩუბინაშვილის, ქართველ საზოგადო მოღვაწესა და ლექსიკოგრაფს.

 

 

ავტორი: დალი მაჩაიძე

გამოქვეყნების თარიღი: 2013-12-05